მოკლე ისტორია პი რიცხვის შესახებ
მასალა შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ web-გვედზე
პითაგორა წარმოშობით არისტოკრატთა წრიდან იყო და შესანიშნავი განათლება მიიღო. მამამისი იყო იუველირი. პითაგორა არ დაკმაყოფილდა მიღებული ცოდნით და გაემგზავრა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ქვეყნებში, ეგვიპტესა და ბაბილონში, რათა სხვა ხალხების სიბრძნესაც გასცნობოდა. არსებობს გადმოცემა, რომ ეგვიპტეში ყოფნისას ქურუმებმა, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ მეცნიერულ და მისტიკურ ცოდნას, პითაგორას გააცნეს თავიანთი წმინდა მეცნიერება. ქურუმთა მეცნიერებას ნაზიარები ნეფიტები ვალდებულნი იყვნენ საიდუმლოდ შეენახათ მიღებული ცოდნა, მაგრამ პითაგორამ დაარღვია ფიცი - მოგვიანებით ჩამოაყალიბა საკუთარი სკოლა და რელიგიური მსოფლმხედველობა.
მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ
მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც
მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ.
უფრო ფორმალური თვალთახედვით მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ
აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს.
გვიანდელი ახალი დროის სხვა მნიშვნელოვანი ამოცანა იყო უფრო და უფრო
რთული ალგებრული განტოლებების ამოხსნა. ამ საკითხების კვლევისას ნ. ჰ.
აბელი და ე. გალუა მივიდნენ ჯგუფის ცნებამდე, რაც თანამედროვე ალგებრის
შექმნის ერთერთი წინაპირობა იყო. მე–19 საუკუნის განმავლობაში ა. ლ. კოშის
და კ. ვაიერშტრასის შრომებში განხორციელდა უსასროლოდ მცირეთა ანალიზის
ზუსტი ჩამოყალიბება. ჟ. ა. პუანკარემ შექმნა ტოპოლოგია. ამავე საუკუნის
ბოლოს გ. კანტორმა შექმნა სიმრავლეთა თეორია, რამაც დიდი გავლენა იქონია
მათემატიკის შემდგომ განვითარებაზე.