ლოგარითმული სკალა. დეციბელი.
თუ ხელში 10 გრამიანი საწონი გვიჭირავს, მაშინ ამ საწონზე კიდევ ერთი ასეთი საწონის დამატებას ჩვენი ხელი შეუცდომლად და სრულიად მკაფიოდ იგრძნობს. მაგრამ, თუ ხელში 10 კილოგრამიან საგანს დავიჭერთ, მაშინ ამ საგანზე 10 გრამიანი საწონის დამატება ჩვენი ხელისთვის სრულიად შეუმჩნეველი იქნება. მაშასადამე, გარე გაღიზიანების ცვლილებაზე ჩვენი გრძნობის ორგანოების რეაქცია დამოკიდებულია გაღიზიანების ხარისხზე. თუ ავაგებთ გრაფიკს, რომლის ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილი იქნება გარე გაღიზიანების სიდიდე, ხოლო ვერტიკალურზე - გრძნობის ორგანოების რეაქციის ხარისხი, მაშინ მას ექნება ნახაზზე ნაჩვენები სახე.
სწორედ ამიტომ არის, რომ სიჩუმეში კოღოს სუსტი წუილიც კი კარგად გვესმის, და იმავდროულად, აეროპორტში თვითმფრინავის ძრავების უძლიერესი ღმუილიც არ გვაყრუებს, თუმცა ძრავების სიახლოვეს ყურის მემბრანაზე მოქმედი ჰაერის წნევა მილიარდჯერ მეტია ვიდრე კოღოს შემთხვევაში. ეს გარემოება ეხება ადამიანის გრძნობის უკლებლივ ყველა ორგანოს.
გამაღიზიანებლის გეომეტრიული პროგრესიით ცვლილება იწვევს რეაქციის არითმეტიკული პროგრესიით ცვლილებას. სიდიდეების ურთიერთ დამოკიდებულების ამგვარ ხასიათს ლოგარითმული ეწოდება.
როგორ შეიძლება მათემატიკური ოპერაციის – შეკრების გამოყენებით რიცხვი 10 -დან მივიღოთ რიცხვი 1000? ცხადია, 10 -ს უნდა დავუმატოთ 990. რა უნდა დავუმატოთ 10-ს, რომ მივიღოთ 1000? პასუხია – 990.
ამოვხსნათ იგივე ამოცანა მათემატიკური ოპერაციის – ახარისხების გამოყენებით. რა ხარისხში უნდა ავიყვანოთ 10, რომ მივიღოთ 1000? პასუხია – 3.
მათემატიკოსები ამ შეკითხვას შემდეგნაირად წერენ:
ზოგადად, b რიცხვის ლოგარითმი a ფუძით ტოლია იმ რიცხვის, რომელშიც უნდა ავახარისხოთ a იმისთვის, რომ მივიღოთ b.
კიდევ ერთი შემოკლება ეხება ლოგარითმს, რომლის ფუძეა ეგრეთწოდებული ნეპერის რიცხვი – e=2,71828… ნეპერის რიცხვი უსასრულო არაპერიოდული ათწილადია. b რიცხვის ლოგარითმი ნეპერის რიცხვის ფუძით აღინიშნება „ln b”. ასეთი ლოგარითმი ატარებს სახელწოდებას „ნატურალური ლოგარითმი“. (ნეპერის რიცხვის განსაკუთრებულობის განმარტება, სამწუხაროდ, სცილდება მოცემული პუბლიკაციის თემას).
ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა ფუძიანი ლოგარითმული ფუნქციების გრაფიკები.
ნებისმიერი ელექტრონული გამზომი ხელსაწყო ხასიათდება პარამეტრით, რომელსაც დინამიური დიაპაზონი ეწოდება. ეს პარამეტრი წარმოადგენს ხელსაწყოს მიერ გასაზომი სიდიდის მაქსიმალური მნიშნელობის ფარდობას მის იმ მინიმალურ სიდიდესთან, რომლის გაზომვაც ხელსაწყოს შეუძლია. მაგალითისთვის განვიხილოთ ძაბვის გაზომვისათვის განკუთვნილი გამაძლიერებელი, რომლის გაძლიერების კოეფიციენტი მუდმივი სიდიდეა და 100 -ის ტოლია, ხოლო მისი კვების წყაროს ძაბვა 10 ვოლტს შეადგენს. თუ მისი საკუთარი ხმაურისა და გარეშე ხმაურის ჯამური ძაბვა 0.0001 ვოლტის რიგისაა, მაშინ მინიმალური ძაბვა, რომელიც მან შეიძლება დამაჯერებლად გაზომოს 0,001 ვოლტს შეადგენს. ამ დროს მის გამოსასვლელზე ძაბვა 100 -ჯერ მეტი, ანუ 0.001 X 100 = 0,1 ვოლტის ტოლი იქნება. შეასასვლელზე ძაბვის 0.01 ვოლტამდე გაზრდისას გამოსასვლელი ძაბვა 1 ვოლტის ტოლი იქნება, ხოლო შესასვლელი ძაბვის 0.1 ვოლტამდე გაზრდა გამოსასვლელზე 10 ვოლტს მოგვცემს. შესასვლელზე ძაბვის შემდგომი ზრდა გამოსასვლელის ცვლილებას ვეღარ გამოიწვევს, რადგან გამაძლიერებლის კვების ძაბვა 10 ვოლტის ტოლია. ამრიგად, ასეთი გამაძლიერებლის დინამიური დიაპაზონი 0.1/0.001=100 შეადგენს. ნახაზზე ნაჩვენები ზედა სკალა ზემოთ აღწერილ გამაძლიერებელს შეესაბამება. ქვედა სკალა შეესაბამება შემთხვევას, როდესაც გამაძლიერებლის გამოსასვლელ და შესასვლელ ძაბვათა შორის დამოკიდებულება წრფივი კი არ არის, როგორც წინა შემთხვევაში იყო, არამედ ლოგარითმულ ფუნქციას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში გამოსასვლელი ძაბვის იმავე მაქსიმალურ მნიშვნელობას – 10 ვოლტს 0.1 ვოლტის ნაცვლად შესასვლელზე 0.5 ვოლტი ძაბვა შეესაბამება. და რადგანაც შესასვლელი ძაბვის გაზომვადი მინიმალური მნიშვნელობა იგივე 0.001 ვოლტი დარჩა, ამიტომ გამაძლიერებლის დინამიური დიაპაზონი 5 -ჯერ გაიზარდა.
SI სისტემაში სიმძლავრეთა ფარდობის ათობით ლოგარითმს ბელი ეწოდება. ასე მას ტელეფონის გამომგონებლის ალექსანდრე ბელის პატივსაცემად დაერქვა. ბელი უგანზომილებო სიდიდეა, იგი არ წარმოადგენს ფიზიკურ სიდიდეს. ამ სიტყვით, უბრალოდ, აღინიშნება ის ფაქტი, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ შეფარდებასთან, არამედ შეფარდების ათობით ლოგარითმთან lg(P1/P2), ანუ იგი მიუთითებს სკალის გვარობას. პრაქტიკაში გამოთვლებისათვის უფრო ხშირად იყენებენ სიდიდეს lg(P1/P2)/10, რომელსაც დეციბელი ეწოდება. ამრიგად, სიმძლავრეთა შეფარდება ლოგორითმულ სკალაზე დეციბელებში გამოითვლება ფორმულით N(dB)=10lg(P1/P2).
შევთანხმდეთ, რომ სიმძლავრეებისთვის ყველაფერი მეტნაკლებად გასაგებია და განვიხილოთ რა სიტუაცია გვაქვს ძაბვებისა და დენის ძალების ფარდობებისთვის. ელექტრული დენის P სიმძლავრესა და U ძაბვას შორის კავშირი გამოისახება ფორმულით
ამიტომ სიმძლავრეთა შეფარდებისათვის მივიღებთ
როგორც უკვე ავღნიშნეთ, დეციბელი ფარდობითი სიდიდეა, მაგრამ თუ შევთანხმდებით ამა თუ იმ ფიზიკური სიდიდის რა მნიშვნელობა ავირჩიოთ ნულ დეციბელად, მაშინ დეციბელების მიხედვით ადვილად გამოვთვლით ამ ფიზიკური სიდიდის აბსოლუტურ მნიშვნელობასაც. მაგალითად აკუსტიკაში 0 დეციბელად მიჩნეულია ადამიანის ყურის ზღვრული მგრძნობელობის შესაბამისი წნევა – 2/10.000.000.000 პასკალი.
თუ ბგერითი ტალღის ამპლიტუდა ჩვენი ყურის მიერ აღიქმება როგორც ხმამაღალობა, ამ ტალღის სიხშირე აღიქმება როგორც ტონის სიმაღლე. როგორც აღმოჩნდა, ყურის მიერ სიხშირის აღქმა აგრეთვე ლოგარითმული კანონით ხდება. სიხშირის გეომეტრიული პროგრესიით ზრდას ყური ტონის არითმეტიკული პროგრესიით ზრდად აღიქვამს. ბგერითი სიხშირეების იმ ინტერვალს რომლის კიდურა მნიშვნელობები ორჯერ განსხვავდებიან – ოქტავა ეწიდება. ფორტეპიანოს კლავიატურაზე დო კლავიშის შესაბამისი სიხშირე და შემდეგი უახლოესი დო კლავიშის შესაბამისი სიხშირე ერთმანეთისაგან 2-ჯერ განსხვავდება, ამიტომ დო-დან დო-მდე კლავიატურის ინტერვალს ოქტავა ეწოდება.
ოქტავა 12 ნახევარტონს შეიცავს – თეთრი და შავი კლავიშები ერთად, სულ თორმეტი კლავიში. მეზობელ კალვიშებს შორის სიხშირეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჯერადობით მე-12 ხარისხის ფესვი 2-დან (1.0595-ჯერ). ამრიგად, ფორტეპიანოს კლავიატურა ლოგარითმული სკალის ნაირსახეობას წარმოადგენს.

თუ ბგერითი ტალღის ამპლიტუდა ჩვენი ყურის მიერ აღიქმება როგორც ხმამაღალობა, ამ ტალღის სიხშირე აღიქმება როგორც ტონის სიმაღლე. როგორც აღმოჩნდა, ყურის მიერ სიხშირის აღქმა აგრეთვე ლოგარითმული კანონით ხდება. სიხშირის გეომეტრიული პროგრესიით ზრდას ყური ტონის არითმეტიკული პროგრესიით ზრდად აღიქვამს. ბგერითი სიხშირეების იმ ინტერვალს რომლის კიდურა მნიშვნელობები ორჯერ განსხვავდებიან – ოქტავა ეწიდება. ფორტეპიანოს კლავიატურაზე დო კლავიშის შესაბამისი სიხშირე და შემდეგი უახლოესი დო კლავიშის შესაბამისი სიხშირე ერთმანეთისაგან 2-ჯერ განსხვავდება, ამიტომ დო-დან დო-მდე კლავიატურის ინტერვალს ოქტავა ეწოდება.
No comments:
Post a Comment